ფლიკის პრესკონფერენცია ჟირონასთან მატჩის წინ
- თამაშის დრო: შაბათი, 14 სექტემბერი, 18:15
"ბასელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ჟირონასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ჟირონა" ძლიერი მოტოქეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. მათ შეხვედრებს ვუყურე და ვატყობ, რომ ისინი მაღალ დონეზე თამაშობენ, თუმცა ჩვენ ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ თავდაჯერებულობა გვაქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავიწყებთ მატჩს.
ერიკ გარსია ძალიან კარგად გამოიყურება. სასტარტო შემადგენლობა არ გადამიწყვეტია, თუმცა ის შესაძლოა კარგი ვარიანტი იყოს.
ფატის დაბრუნებით ბედნიერი ვარ. მან შესაძლოა, შემდეგ შეხვედრაში ითამაშოს. გავიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ის ალბათ მოგვიანებით დაბრუნდება.
იამალი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ ამ ასაკში მას განვითარება კიდევ შეუძლია. ჩემპიონები არასდროს ისვენებენ და ვფიქრობ, ეს მშვენიერი რჩევაა, რაც შემიძლია მას მივცე, თუ უნდა ნამდვილი ჩემპიონი იყოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]