ეუსებიო საქრისტანის პირველი შენაძენი

ეუსებიო საქრისტანის პირველი შენაძენი

 

კრისტიან ლობატო 2 სეზონს "ბარსა ბ"–ში გაატარებს. 22 წლის ფეხბურთელი "ოსპიტალიტეტიდან" "ბარსა ბ"–ში ინაცვლებს...

 

ეუსებიო საქრისტანის პირველი შენაძენი კრისტიან ლობატო იქნება. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2 წლითაც გააფორმა.

 

ლობატოს კარგად შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში, თუმცა ამ სეზონში იგი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოგვევლინა. 22 წლის ფეხბურთელმა პირველი ნაბიჯები "FCB Escola"–ში გადადგა, რის შემდეგაც "ოსპიტალიტეტს" შეუერთდა. ახლა კი კრისტიანი "სეგუნდა დივიზიონში" მოასპარეზე "ბარსა ბ"–ში გადმოდის.

 

ახალგაზრდა ფეხბურთელმა კომენტარი "ბარსელონას" ტელევიზიასთანაც გააკეთა. "მე ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი იმით, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შემოვუერთდი. დარწმუნებული ვარ, რომ აქ თამაშისთვის მზად ვარ", – აცხადებს ეუსებიო საქრისტანის პირველი შენაძენი.

 

კრისტიანს მის სათამაშო პოზიციაზეც კითხეს, რაზეც განაცხადა, რომ მას თამაში როგორც მარცხენა ფლანგზე, ისევე  დაცვის ცენტრალურ პოზიციაზე შეუძლია. მან იქვე დაამატა, რომ მოუთმენლად ელის 11 ივლისს. "მე 11 ივლისს და პრე–სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი", – განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.