ჰანსი ფლიკის ცვლილება ჟირონასთან თამაშის წინ
- თამაშის დრო: კვირა, 15 სექტემბერი, 18:15
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "ჟირონასთან" გასამართი თამაშების წინ "ბლაუგრანას" ტრადიცია შეცვალა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბარსელონასა და ჟირონას შორის მანძილი მხოლოდ 100 კილომეტრია და მგზავრობას საათზე ცოტა მეტი ჭირდება, "ბლაუგრანა" კატალონიური დერბის სათამაშოდ მატჩის დღეს მიემგზავრებოდა ხოლმე. "ბარსელონას" ფეხბურთელები ჟირონაში სადილის შემდეგ, პირდაპირ კლუბის საწვრთნელი ბაზიდან მიემგზავრებოდნენ.
ჰანსი ფლიკი ცნობილია იმით, რომ ის ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ანიჭებს. გერმანელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ კვირას გასამართი მატჩისთვის მისი გუნდი შაბათს გაემგზავრება და ღამეს ჟირონაში გაატარებს. მეორე დღეს ფეხბურთელები ერთად ისაუზმებენ და ისადილებენ. ასე გერმანელი სპეციალისტი ყველაფრის კონტროლის ქვეშ აყვანას უფრო მარტივად შეძლებს, თანაც გუნდი თამაშის დღეს მგზავრობით დაღლილი არ იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]