ოფიციალურად: ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტიში ბრუნდება

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის გერმანელი ვარსკვლავი ილქაი გიუნდოგანი "მანჩესტერ სიტიში" ბრუნდება.
ოფიციალურ განცხადებაში გარიგების ფინანსურ დეტალებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ცნობილია, რომ 33 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანას" უფასოდ დატოვებს.
გიუნდოგანი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში სწორედ "მანჩესტერ სიტიდან" გადმოვიდა. კატალონიელებმა ის უფასოდ დაიმატეს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მაღალანაზღაურებადი შუახაზელის "ქალაქელებში" ასევე უფასოდ დაბრუნება მოუხდათ.
გიუნდოგანმა "ბარსელონას"' მაისურით 51 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]