ცესკი იმედოვნებს, რომ გუნდები შეთანხმებას მიაღწევენ

ცესკი იმედოვნებს, რომ გუნდები შეთანხმებას მიაღწევენ

 

ლონდონური "არსენალის" კაპიტანი, ცესკ ფაბრეგასი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ "ბარსა" და "არსენალი" მალე შეთანხმდებიან...

 

კატალონირუი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი, ცესკ ფაბრეგასი ჟურნალისტებს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ ახლა იგი მშვიდად და ოპტიმისტურადაა განწყობილი: "მე ძალიან მშვიდად ვარ. სათქმელი არაფერია. რაც მოსახდენია ყველაფერი მოხდება. მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", განაცხადა ფაბრეგასმა.

 

ცესკს სჯერა, რომ "ბარსას" 2 წლიანი მცდელობის შემდეგ, "არსენალი" ამჯერად დათანხმდება კატალონიური კლუბის შემოთავაზებას: "თუ გუნდი ფეხბურთელს ყიდის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდს იგი არ სურს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.