ოფიციალურად: დანი ოლმო ბარსელონას ფეხბურთელია
"ლაიფციგთან" შეთანხმება მიღწეულია - ესპანელი შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო "ბარსელონას" ფეხბურთელია. ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
26 წლის ფეხბურთელმა "ბარსასთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
ოლმო "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. ის "ლა მასიაში" 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც 16 წლის ასაკში ზაგრების "დინამოში" გადავიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]