ბარსელონა ჟერარ მარტინს ბალდეს საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევს

"ბარსელონამ" ალეხანდრო ბალდეს ალტერნატივას სარეზერვო გუნდში მიაგნო. საუბარი ჟერარ მარტინზეა.
მარტინი ამჟამად ამერიკაში პირველ გუნდთან ერთად იმყოფება. 22 წლის მარცხენა მცველის შესანიშნავი თამაში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში სამწვრთნელო შტაბს არწმუნებს, რომ ის პირველ გუნდში უნდა დარჩეს. "ბარსა" მარტინზე დიდ იმედებს ამყარებს და მას ალეხანდრო ბალდეს საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევს.
ახალგაზრდა განაპირა მცველი, შესაძლოა, ამერიკული ტურნეს მთავარი აღმოჩენა გახდეს. ჰანსი ფლიკი მისი ფიზიკური სიძლიერით, დაცვითი უნარებითა და პროგრესის შესაძლებლობით მოხიბლულია.
კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" მარტინის ტრანსფერის თაობაზე ესპანური, გერმანული და იტალიური კლუბებისგან შემოთავაზებები მიიღო, მაგრამ "ბლაუგრანამ" და თავად ფეხბურთელმა ყველა მათგანზე უარი თქვეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]