ჟიულ კუნდემ ვარჯიში განაახლა
"ბარსელონას" ფრანგი მცველი ჟიულ კუნდე გუშინ ამერიკაში ჩაფრინდა და გუნდს შეუერთდა.
"ბარსას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კუნდე ახალი სეზონისთვის მზადებას გუშინვე შეუდგა. მან საღამოს, დღის მეორე სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო.
კუნდე ბოლო ფეხბურთელია, რომელიც ამერიკულ ტურნეში ჩაერთო. დანარჩენი მოთამაშეები ვარჯიშს უშუალოდ ბარსელონაში დაუბრუნდებიან.
ჟიულ კუნდემ საფრანგეთთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა, რის გამოც ის შედარებით გვიან დაბრუნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]