ჰანსი ფლიკის კომენტარი მანჩესტერ სიტისთან თამაშის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "მანჩესტერ სიტისთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ძალიან ბედნიერი ვარ. ფანტასტიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. უპირველეს ყოვლისა, დაცვასა და შეტევაში გუნდურად ვითამაშეთ.
პირველ დღეებში ყურადღება გავამახვილეთ ფიზიკურ და ტაქტიკურ ნაწილზე, დაცვისა და შეტევის ურთიერთქმედებაზე. ვიტყოდი, რომ სიღრმეში დაცვაში ხშირად ვთამაშობდით. ეს ყველაზე მეტად არ მომწონს და უნდა გამოვასწოროთ.
თითოეული მოთამაშე იბრძოდა და ეს წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვამაყობ. გვყავდა ფანტასტიკური მეკარეც. ანდერ ასტრალაგამ თერთმეტმეტრიანების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშა.
გვინდა, გავაკეთოთ რაღაც მსგავსი, რაც პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტიში" შექმნა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]