ბარსელონას მესიჯი ნიკო უილიამსს - ან ახლა, ან არასდროს

"ბარსელონამ" "ბილბაოს" ესპანელ ვარსკვლავს ნიკო უილიამსს ულტიმატუმით მიმართა.
Cadena SER-ის ინფორმაციის თანახმად, "ბარსამ" უილიამსს შეატყობინა, რომ მას მომდევნო ზაფხულამდე არ დაელოდება. "ბლაუგრანა" მოცდას არ აპირებს.
კატალონიური კლუბის ნიკოსადმი მესიჯი ასეთია: "ბარსელონას" მატარებელი მხოლოდ ახლა ჩაივლის. ეს მომავალ წელს აღარ მოხდება".
ARA-ს ინფორმაციით, 22 წლის ევროპის ჩემპიონი კვლავ "ბარსაში" გადმოსვლაზე ოცნებობს, თუმცა, "ბილბაო" ცდილობს დაარწმუნოს, რომ კიდევ ერთი სეზონი დარჩეს.
გუშინ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, უილიამსმა "ბილბაოში" დარჩენა გადაწყვიტა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]