ბარსელონამ დანი ოლმოსთან შეთანხმებას მიაღწია

"ლაიფციგის" შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო "ბარსელონას" უფრო და უფრო უახლოვდება.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, "ბარსამ" ოლმოსთან კონტრაქტის პირადი დეტალები შეათანხმა. კატალონიური კლუბი ახლა "ლაიფციგის" მეორე შეთავაზებაზე თანხმობას ელოდება.
ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ 26 წლის ევროპის ჩემპიონის შეძენა სურს მიუნხენის "ბაიერნსაც".
ოლმო "ბარსას" სკოლის აღზრდილია. ის კლუბის აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრების "დინამოში" გადავიდა. ესპანელი 2020 წლიდან "ლაიფციგში" თამაშობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]