ინტერვიუ ჰანსი ფლიკთან: ფეხბურთი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბურთის თამაში

ინტერვიუ ჰანსი ფლიკთან: ფეხბურთი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბურთის თამაში

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა Barça One-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ბარსელონას მწვრთნელობა

პირველივე დღიდან ვგრძნობ იმ ენთუზიაზმს, რომელიც აქ მყოფ ხალხს, პრეზიდენტს აქვს... ყველას, ვინც აქ მუშაობს, აქვს ეს ემოციური გატაცება, თავდადება, რომ "ბარსასთვის" მაქსიმუმი გააკეთოს. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან გვინდა, ამ კლუბის ნაწილი ვიყოთ და ვიცხოვროთ ამ გრძნობით. გვინდა, ყველაფერი გავიღოთ, რათა ეს კლუბი ახალ დონეზე ავიყვანოთ.

როდესაც მწვრთნელობა გადავწყვიტე, თვალს "ბარსელონას" ვადევნებდი, რადგან ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა. შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ აუმჯობესებენ "ბარსაში" ფეხბურთელებს, რაზეც ყველა საუბრობს. ასევე ის ემოციური განწყობა, რომელსაც აქ გრძნობ, წარმოუდგენელია, ამიტომ აქ ყოფნით ბედნიერები ვართ. ამას პირველივე დღიდან ვგრძნობდი. ეს წარმოუდგენელი გამოცდილებაა.

"ბარსაში" ისეთი სიტუაციაა, რაც პირველი გუნდის გაწვრთნიდან ჩემი მიზანია. ნიდერლანდული ფეხბურთისა და ასევე იოჰან კრუიფის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე.

ლა მასია

ის, რასაც პირველ ვარჯიშებზე ვხედავ, დაუჯერებელია, ამიტომ "ლა მასიას" მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან წარმოუდგენელია, როგორ ანვითარებენ აკადემიაში ფეხბურთელებს.

ნორმალურია, რომ, როდესაც ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები შენს განკარგულებაში არ არიან და ახალგაზრდა მოთამაშეებს უხმობ, ხარისხი ცოტათი დაბალია, მაგრამ აქ ამას ვერ ვგრძნობ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ყველა ვარჯიშზე ხარისხი, ინტენსივობა და აბსოლუტური ფოკუსურიება მინდა და მათ ეს ყველაფერი ჩემამდე სრულად მოაქვთ.

ჩვენ გვყავს 15, 16 და 17 წლის ფეხბურთელები, რომლებიც საოცარი მოთამაშეები არიან და შეუძლიათ, კიდევ უფრო მოუმატონ.

გუნდის გაუმჯობესება

დეკუსთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობ. ის ბრწყინვალედ მუშაობს. ერთმანეთს კარგად ვერგებით, რადგან ორივეს გვინდა, თამაშის ხარისხი ავამაღლოთ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

საოცარი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ზოგჯერ საქმე ეხება ისეთი მოთამაშის მოყვანას, რომელსაც თამაშის მოგება შეუძლია, მაგრამ კარგი ახალგაზრდები გვყავს. მათ განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. ეს ჩვენი სამუშაოა. ვფიქრობ, ეს "ბარსას" ფილოსოფიის ნაწილიცაა.

მოთხოვნა ფეხბურთელებისგან
ყოველთვის აქტიურად თამაში გვინდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ბურთით ან მის გარეშე, მეტოქეები მივმართოთ იმ მიმართულებით, სადაც გვინდა იმისათვის, რომ ბურთის მოპოვება შევძლოთ. აუცილებელია პრესინგი ზოგჯერ ჩვეულებრივზე ცოტათი უფრო წინ. ბურთით ყველა მოთამაშე თავს თავისუფლად უნდა გრძნობდეს.
ფიტნესი

ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ფიტნესი პრიორიტეტულია, მაგრამ ასევე ბევრს ვმუშაობთ ბურთით.

ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე იყო, განსაკუთრებით ფიტნესის მხრივ. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ყოველი ეტაპი მოიცავდეს ფიტნეს მომზადებას ტაქტიკურ და ტექნიკურ ასპექტებთან ერთად. ფეხბურთი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბურთის თამაში, ეს სპორტი რაღაც უფრო მეტია. ჩემთვის ფორმაში ყოფნა გადამწყვეტია.

ესპანური ენის სწავლა
ესპანურის სწავლა უკვე დავიწყე, მაგრამ ეს ჩემთვის იოლი ნამდვილად არაა.
ტრავმები
ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ, რადგან ვერ ვაკონტროლებ. ტრავმები ყველა გუნდში ყოველთვისაა. ამას უნდა შევეგუოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
ტიაგო
ტიაგოსთან ხშირად ვსაუბრობდი, როდესაც ის "ლივერპულში" თამაშობდა. როდესაც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ვკითხე, უნდოდა თუ არა ჩემს გუნდში გადმოსვლა. აშკარაა, რომ ალკანტარას აქაურობა ძალიან უყვარს.
საყრდენი ნახევარმცველი
ჩემთვის მნიშვნელოვანია "ექვსიანის" ყოლა, რომელიც დაცვაზე ზრუნავს.
ფეხბურთელებთან ურთიერთობა

ვიტყოდი, რომ წარმატებისთვის ეს ნამდვილად გადამწყვეტია, რადგან კარგი ურთიერთობები მოთამაშეებს თავდაჯერებულობას მატებს, რათა 100%-ით დაიხარჯონ. ზოგჯერ ეს მარტივი არაა. ჩვენ გვაქვს შეხვედრები, ფეხბურთელებს კითხვებს ვუსვამ. ასეთი დისკუსიები საჭიროა. მინდა, მათგან ვიცოდე, რას ფიქრობენ გარკვეულ სიტუაციასთან ან რამე სხვასთან დაკავშირებით. თუ მათ რამე პრობლემა აქვთ, ჩემთან მოსვლა ყოველთვის შეუძლიათ, მაგრამ დისციპლინა აუცილებელია.

ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატის დროს შეტყობინებები გავუგზავნე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათთან კავშირი პირველად დავამყარე.

ლევანდოვსკი
რობერტი საჯარიმოში ბრწყინვალეა. მას აქვს ის, რაც ვარჯიშებზე მენატრება - გოლები. ლევანდოვსკის გოლის გასატანად ბევრი შანსი არ სჭირდება. მინდა, რომ ვეტერანი ფეხბურთელები ახალგაზრდებს განვითარებაში დაეხმარონ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 24 ივლისი 2024 17:20
    0
    ფლიკის მოსვლა ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადების გამო მინდოდა, წლებია ეგ პრობლემა აქვს გუნდს. აღარ გვყავს ჩავიესტა და იმ საოცარი ტექნიკით და ბურთის გორაობით ვეღარ გავდივართ ფონს ფაქტია, თანამედროვე ძალისმიერ ფეხბურთთან ადაპტაციას მოიტანს ფლიკი მჯერა, თორე ბურთთან ურთიერთობა ბარსას როარ ეშლება კი ვიცით და მაგას ვერავინ წაგვართმევს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ივლისი 2024 12:39
    1
    დეკუსთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობ. ის ბრწყინვალედ მუშაობს. ერთმანეთს კარგად ვერგებით, რადგან ორივეს გვინდა, თამაშის ხარისხი ავამაღლოთ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
    დეკუ გამოსწორდა თუ ამას ეშლება რამე?
    ფანი [?]
    #3 24 ივლისი 2024 08:38
    0
    კარგია
    ფანი [?]
    #2 24 ივლისი 2024 01:16
    12
    წეღან წავიკითხე ინსტაზე საღამოს ვარჯიშზე რამოდენიმე ფეხბურთელმა დააგვიანაო და მაგაზე მთელი გუნდის წინ მისცა შენიშვნა და გააფრთხილა აღარ მოხდესო და კარგია ძაან

    ფატი რა მაგრად ვარჯიშობს ახლა ვნახე ვიდეო და 💀 ფლიკმა თუ მოხოდა მერე უკვე სხვა საქმეა თან მაგარი გოლები გაჰქონდა ძაან ვარჯიშზე
    Culé [?]
    #1 24 ივლისი 2024 01:12
    9
    ვნახოთ, ვნახოთ... ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ერთი რაც მომწონს ფიზიკას რო აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ მაღალ პრესინგზე ფიზიკა პირველია საჭიროებებიდან... გვარდიოლას დროს ფიზიკას ხავი, ინიესტა, ბუსკეცი აბალანსებდნენ თავისი ტექნიკირი და გონივრული თამაშით, ბურთს აკონტროლებდნენ. დღესდღეობით მათ გარეშე ფიზიკა აუცილებელი ამბავია...