ჟიულ კუნდე შვებულებას იმცირებს და პრესეზონზე ითამაშებს

"ბარსელონას" ფრანგი მცველი ჟიულ კუნდე წინასასეზონო მზადებაზე გუნდთან ერთად იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, კუნდე ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, შვებულების დაწყებამდე, "ბარსას" საწვრთნელ ბაზას ეწვია და გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს შეხვდა. ჰანსი ფლიკმა 25 წლის ფეხბურთელს ურჩია, დაესვენა და ამერიკული ტურნეს შემდეგ დაბრუნებულიყო, მაგრამ ჟიულმა შვებულების შემცირებისა და პრესეზონზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ კუნდე გუნდს ამერიკაში პირველ აგვისტოს შეუერთდება, სადაც "ბლაუგრანა" წინასასეზონო მზადებას გამართავს და "მანჩესტერ სიტის", "მილანსა" და "რეალ მადრიდს" ამხანაგურ მატჩებში დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]