ბარსა FIFA-სგან კომპენსაციას მიიღებს

Tribuna იტყობინება, რომ "ბარსელონა" FIFA-სგან კომპენსაციას მიიღებს რონალდ არაუხოსა და პედრი როდრიგესის ტრავმების გამო.
FIFA-ს კლუბთა დაცვის პროგრამის მიხედვით, ურუგვაელი მცველის მძიმე ტრავმის გამო "ბარსელონას" დაახლოებით 2,5 მილიონი ევროს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს. რაც შეეხება პედრის, კატალონიელები მისი დაზიანების გამო, მინიმუმ, 700 000 ევროს მიიღებენ. ცხადია, ეს არ იქნება საკმარისი ამ ფეხბურთელთა შემცვლელების მოსაძიებლად, თუმცა, სულ მცირე, კლუბს კომპენსაცია მიეცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, პედრის 5 კვირა გაუცდება, ხოლო რონალდ არაუხო საოპერაციოა და "ბლაუგრანას" დაახლოებით ოთხი თვე ვერ დაეხმარება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]