ბედნიერი და ამაყი ვარ - ლამინ იამალი

ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, შესანიშნავი გოლის ავტორმა, ლამინ იამალმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მომავალზე ბევრს არ ვფიქრობ. ბედნიერი და მოგებით ამაყი ვარ.
მინდოდა, დაბადების დღე გერმანიაში აღმენიშნა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოხდება. იმედი მაქვს, დაბადების დღის საჩუქარი ფინალში გამარჯვება იქნება.
გოლი? ბურთი მივიღე და უბრალოდ დაუფიქრებლად დავარტყი.
- აცხადებს იამალი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლამინ იამალმა ახალი რეკორდი დაამყარა - "ბარსელონას" 16 წლის ტალანტი ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]