იამალის ულამაზესი გოლი, დამარცხებული საფრანგეთი და ესპანეთი ფინალშია!

ახლახან დასრულდა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველი 1/2-ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ.
"ფურია როხამ" 2-1 მოიგო. შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე საფრანგეთის ნაკრებმა გახსნა, როდესაც კილიან მბაპეს ჩაწოდებას რანდალ კოლო მუანი გამოეხმაურა და უნაი სიმონის კარი აიღო. 21-ე წუთზე წონასწორობა ლამინ იამალმა ბრწყინვალე გოლით აღადგინა, 4 წუთში კი დანი ოლმომ ესპანეთის ნაკრები წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
იამალი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ბოლოს ფერან ტორესმა შეცვალა. ფერმინ ლოპესი სათადარიგო იყო, პედრიმ კი თამაში ტრავმის გამო გამოტოვა. "ლურჯების" მხრიდან სრულად ითამაშა ჟიულ კუნდემ.
ესპანეთი ევრო 2024-ის პირველი ფინალისტია. "ფურია როხას" მეტოქის ვინაობა ხვალ ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის გასამართ დაპირისპირებაში გაირკვევა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]