დანი ოლმო: მესისთან ფოტოს გადაღება არ მინდოდა

დანი ოლმო: მესისთან ფოტოს გადაღება არ მინდოდა

ლაიფციგისა და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, დანი ოლმომ ლიონელ მესისთან ფოტოს გადაღების პროცესი გაიხსენა.

"მამაჩემს კასტელდეფელსში თამაში ჰქონდა. 8 წლის ვიყავი. ბურთს მარტო ვთამაშობდი და ბედნიერი ვიყავი, როცა ვიღაცა მოვიდა, მგონი მამაჩემის მეგობარ იყო, და მითხრა: "ჰეი, დანი, აქ მოდი! არ დაიჯერებ - ლიონელ მესისთან ფოტოს გადაღება შეგიძლია!"

მე ვუთხარი: "არა, მადლობა. შესანიშნავად ვარ. თამაშის გაგრძელება მსურს." მაგრამ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მათ მესის გვერდით დამსვეს და ფოტო გადაგვიღეს. ლეოსთვის არაფერი მითქვამს. უბრალოდ ფოტოს გადაღებას დაველოდე და შემდეგ ბურთის თამაშს დავუბრუნდი. ისე გამოვიდა, თითქოს ჩემთან ფოტოთი ლეოს პატივი ვეცი," - უთხრა ოლმომ Diario AS-ს.

ამ შემთხვევიდან 1 წელიწადში დანი ლა მასიაში აიყვანეს, სადაც 7 წელი გაატარა. ალბათ, მას მესისთან ფოტოს გადაღება აღარ უნანია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 ივლისი 2024 14:46
    0
    რა საყვარლობაა. ფეხბურთის თამაში ისე უყვარდა მესი ვინ იყო ვერც გააცნობიერა.
    წევრი [?]
    #4 9 ივლისი 2024 23:33
    1
    ოლმო საყიდელია. 1-2 ესეთი ესპანელი უნდა ეგდოს ბაგაჟნიკში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 ივლისი 2024 17:35
    4
    ალბათ რამდენს ნანობს რო ბევრი არ გადაიღო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივლისი 2024 16:16
    6
    *ლე ხო არ ხარ შემთხვევით?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 9 ივლისი 2024 16:06
    7
    მოგიტყანთ რეკლამა!!! ეს უკვე უპატივცემულობაა ყველას!!