რონალდ არაუხოს ულტიმატუმი ბარსელონას
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ კატალონიურ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ არაუხო "ბარსასგან" ითხოვს ხელფასის იმდენივე ოდენობის გადახდას, რამდენიც მას ინგლისურმა და გერმანულმა კლუბებმა შესთავაზეს. თუ "ბარსელონა" უარს იტყვის, ურუგვაელი უკანახაზელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მცველის შეძენის სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ნიუკასლი" და "ბაიერნი" გამოთქვამდნენ.
არაუხოს "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]