ევრო 2024 - ფერან ტორესი მეორე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია

სოციალურ ქსელ X-ის ევრო 2024-ის ოფიციალურ გვერდზე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ათეული გამოქვეყნდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპეა, რაც მოსალოდნელიც იყო. გასაკვირი მეორე ადგილზე მყოფი ფეხბურთელია - ეს "ბარსელონას" ესპანელი შემტევი ფერან ტორესია.
მბაპემ ევრო 2024-ზე მაქსიმალური სიჩქარე 36.5 კმ/სთ დააფიქსირა, ტორესმა კი - 36 კმ/სთ.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფერანს, რომელიც უფრო ხშირად სათადარიგოთა შორისაა, ტურნირზე იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც კილიანს - ერთი.
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ყველაზე სწრაფი 10 ფეხბურთელი:
ფეხბურთელი | სიჩქარე (კმ/სთ) | |
1 | კილიან მბაპე | 36.5 |
2 | ფერან ტორესი | 36 |
3 | ბენჟამინ შეშკო | 35.9 |
4-5 | ლეროი სანე | 35.8 |
4-5 | ვალენტინ მიჰაილა | 35.8 |
6 | ტეო ერნანდესი | 35.7 |
7-8 | დან ნდოიე | 35.6 |
7-8 | მიკი ვან დე ვენი | 35.6 |
9 | რასმუს ჰოილუნდი | 35.5 |
10 | რაფაელ ლეაუ | 35.4 |
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]