UEFA ბარსელონას კომპენსაციას გადაუხდის

საერთაშორისო საფეხბურთო ორგანზიაცია UEFA-ს "ბარსელონასთვის" პედრის ტრავმის გამო კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
საქმე ისაა, რომ UEFA ვალდებულია, კლუბებს კომპენსაცია გადაუხადოს, თუ მათი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ან UEFA-ს მიერ ორგანიზებულ სხვა ტურნირებზე მონაწილეობისას ტრავმას მიიღებენ.
პედრიმ დაზიანება გერმანიასთან გამართულ ევრო 2024-ის მეოთხედფიანლურ მატჩში ტონი კროოსთან შეჯახებისას მიიღო, რის გამოც ესპანელ ნახევარმცველს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება.
ECA-ს ინფორმაციით, UEFA 2 აგვისტოდან "ბარსას" დღეში 20 500 ევროს გადაუხდის იქამდე, სანამ პედრი სრულად გამოჯანმრთელდება.
ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელმა 2021 წლის შემდეგ სხვადასხვა ტრავმის გამო "ბარსელონას" 83 თამაში გამოტოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]