ევრო 2024 | კუნდეს საფრანგეთმა კანსელუსა და ფელიშის პორტუგალია დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა პორტუგალია დაამარცხა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც დიდიე დეშამის გუნდი უფრო ძლიერი აღმოჩნდა - 5-3.
საფრანგეთის მხრიდან უსმან დემბელემ, იუსუფ ფოფანამ, ჟიულ კუნდემ, ბრედლი ბარკოლამ და ტეო ერნანდესმა გაიტანეს, პორტუგალიელთა რიგებიდან კი - კრიშტიანუ რონალდუმ, ბერნარდუ სილვამ და ნუნუ მენდეშმა. ერთადერთი თერთმეტმეტრიანი ჟოაუ ფელიშმა გააცუდა, რის გამოც რობერტო მარტინესის შეგირდები ტურნირს გამოეთიშნენ.
კუნდესა და ფელიშის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა ჟოაუ კანსელუმაც მიიღო, რომელმაც მოედანზე 74 წუთი გაატარა.
საფრანგეთი ნახევარფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]