უცნობი გერმანელი, რომელიც Golden Boy-სთვის ბრძოლაში ლამინ იამალს უგებს

უცნობი გერმანელი, რომელიც Golden Boy-სთვის ბრძოლაში ლამინ იამალს უგებს

საინტერესოა, რომ Golden Boy-სთვის ბრძოლაში, ამ მომენტისთვის, გერმანელი ტალანტი, მაქს ფინკგრეფე ლიდერობს (თითქმის 11%-ით), მეორე ადგილზე კი ლამინ იამალი იმყოფება.

მაქსი 20 წლის მარცხენა მცველია, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 2023 წელს კიოლნში დაიწყო.

დიდი ალბათობით, ეს ფაქტი ბევრისთვის მოულოდნელია, რადგან ფინკგრეფე არცისე ცნობილია. აშკარაა, რომ კიოლნის ფანები დაირაზმნენ და ხმები საკუთარ ფეხბურთელს მისცეს. შესაძლოა, ბევრმა ულტრასმა ბოტებიც კი დაიქირავა.

ამჟამად, გამოკითხვის შედეგები ასეთია:

  1. მაქს ფინკგრეფე (კიოლნი) - 32.1%
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა) - 21.2%
  3. კობი მეინუ (მანჩესტერ იუნაიტედი) - 13.9%
  4. ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი) - 11.2%
  5. იუსუფა მუკოკო (დორტმუნდი) - 9.6%

მიუხედავად ამისა, ამ ჯილდოს ნომინანტებს ხმებს მხოლოდ ქომაგები არ აძლევენ - საბოლოოდ, სანამ საქმეში ჟურნალისტები ჩაერთვებიან, ფეხბურთელთა სია საგრძნობლად შემცირდება.

ლამინი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილოდს მოგების ფავორიტია. ასევე, სავარაუდოდ, მისი თანაგუნდელი, პაუ კუბარსიც მოწინავე პოზიციაზე გავა.

გამარჯვებული მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი, ლამინ იამალი კი, შესაძლოა, მისი ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდეს ("ოქროს ბიჭუნა" 17 წლის ასაკში არავინ გამხდარა).

Golden Boy-ს იტალიური გამოცემა Tuttosport 2003 წლიდან ათამაშებს, მისი პირველი გამარჯვებული კი რაფაელ ვან დერ ვაარტია.

აღნიშნული ჯილდო ევროპული ქვეყნის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა. მისი ბოლო გამარჯვებული ჯუდ ბელინგემია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 ივლისი 2024 20:34
    0
    ჯერ აქვს დრო, 4 წელი კიდევ ექნება უფლება ეგ ჯილდო მიიღოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 ივლისი 2024 00:05
    0
    ვაახ მაგარი ტიპები არიან
    Culé [?]
    #3 5 ივლისი 2024 21:54
    0
    სასაცილოა
    Culé [?]
    #2 5 ივლისი 2024 17:05
    1
    ჩვენ შეგვიძლია ხმის მიცემა?
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 ივლისი 2024 14:05
    8
    დავაი წელს იამალი, იქით წელს კუბარსი
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო