უარი ალ-იტიჰადს | კლემან ლანგლეს ევროპაში დარჩენა სურს

Mundo Deportivo წერს, რომ კლემან ლანგლემ საუდის არაბეთიდან მიღებული წინადადება დაბლოკა.
ესპანური გამოცემის მტკიცებით, ფრანგი ცენტრალური მცველის გადაბირება "ალ-იტიჰადმა" სცადა, რომელიც ფეხბურთელმა უარით გაისტუმრა, რადგან მისი მიზანი ევროპაში დარჩენაა.
კლემან ლანგლეს "ასტონ ვილასთან" დადებული საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და ახალი სეზონიდან ფეხბურთელი "ბარსელონას" ოფიციალურად დაუბრუნდება. 29 წლის მოთამაშეს წინადადება არაბული "ალ-იტიჰადისგან" მიუვიდა, თუმცა მისი პრიორიტეტი ევროპის პრესტიჟულ კლუბში თამაშია.
- წერს გამოცემა.
კლემან ლანგლემ პრემიერ ლიგის 2023/2024 წლების სეზონში ბირმინგემულ კლუბთან ერთად სულ რაღაც 14 მატჩი გამართა.
Transfermartk-ზე მითითებული ინფორმაციით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]