ფლიკს ფრიმპონგის შეძენა უნდა - Cat Radio

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს გუნდში "ლევერკუზენის" ნიდერლანდელი უნივერსალის, ჯერემი ფრიმპონგის დამატება უნდა. ამ ინფორმაციას Catalunya Radio ავრცელებს.
ფრიმპონგი მარჯვენა ნახევარმცველია, რომელსაც ამავე ფლანგზე შეტევაში და დაცვაში თამაშიც შეუძლია. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 47 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი და 12 ასისტი მიითვალა.
წყაროს ცნობით, ფლიკმა კლუბს სთხოვა, ფრიმპონგი პრიორიტეტულ სამიზნედ დაისახოს.
გერმანელ სპეციალისტს ჯერემის დამატება რამდენიმე მიზეზის გამო სურს:
- ფრიმპონგი, შესაძლოა, იამალის ალტერნატივა იყოს. ფლიკი რაფინიას ლამინის შესაფერის შემცვლელად არ მიიჩნევს.
- ფლიკი ზოგიერთ მატჩში 3-მცველიანი ტაქტიკით ითამაშებს, რომელსაც ნიდერლანდელი შესანიშნავად ერგება.
- გერმანელს ისეთი ფეხბურთელის დამატება სურს, რომელსაც გარემარბად და მარჯვენა მცველად თამაშიც შეუძლია.
- ფრიმპონგმა, შესაძლოა, "ლევერკუზენი" 40-50 მილიონ ევროდ დატოვოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]