ჰანსი ფლიკს პრესეზონზე ნოა დარვიჩის პირველ გუნდში გადაყვანა სურს
გერმანული Bild-ისა და ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი პრესეზონზე ახალგაზრდა თანამემამულის, ნოა დარვიჩის პირველ გუნდში გადაყვანას აპირებს.
როგორც გამოცემები წერენ, გერმანელ სპეციალისტს დარვიჩის ძალიან ეიმედება და მასში დიდ პოტენციალს ხედავს.
გასულ წელს ნოა დარვიჩი 17-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიასთან ერთად ჩემპიონი გახდა. ამპლუით ნახევარმცველმა ტურნირის 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფლიკს მისი ეიმედება და გერმანელის პირველი ფსონი სატესტო მატჩებისთვის სწორედ ნოა დარვიჩი იქნება.
- წერენ ესპანური და გერმანული წყაროები.
ნოა დარვიჩმა 2023/2024 წლების სეზონში "ბარსელონა ბ-ში" 21 შეხვედრა ითამაშა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საკლუბოსა და სანაკრებო დონეზე დიდი კონტრასტი არსებობს, ფლიკი მას მაინც ბოლომდე ენდობა და ფეხბურთელის უმაღლეს დონეზე გამოცდა სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]