ფლიკი დეკუს შეხვდება

Sport იტყობინება, რომ ჰანსი ფლიკი მზადაა, დეკუსთან შეხვედრა გამართოს. შეხვედრა კლუბში რამდენიმე ფეხბურთელის მომავალს შეეხება.
კერძოდ, ფლიკს მოუწევს, გადაწყვიტოს ვიტორ როკეს, მარკ გიუსა და ჟოაუ ფელიშის ბედი. გამოცემის ცნობით, გიუ ან როკე კლუბს იჯარით დატოვებს. იმას, თუ კონკრეტულად რომელ ფეხბურთელს გაუშვებენ, ფლიკი გადაწყვეტს. ის ასევე დააზუსტებს, საჭიროა, თუ არა, დააბრუნოს კლუბმა ფელიში "ატლეტიკო მადრიდში".
დაბოლოს Sport-ის ინფორმაციით, კლემან ლანგლესა და სერჟინიო დესტს უკვე შეატყობინეს, რომ მათთან "ბარსელონა" სამომავლო თანამშრომლობას არ განიხილავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]