ჰანსი ფლიკს ანჯელო შტილერის დამატების იდეა აქვს

ჰანსი ფლიკი "ბარსელონას" ნახევარდაცვის გაძლიერებას და ახალი პროექტის დაწყებას თანამემამულე ანჯელო შტილერის დამატებით განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია Diario Sport-მა გამოაქვეყნა, რომლის მტკიცებითაც "შტუტგარტის" ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
ფლიკის "ბარსელონაში" მისვლამდე კლუბი გვიდო როდრიგესის დამატებას აპირებდა და ტრანსფერი თითქმის მოგვარებული იყო, თუმცა გერმანელის გამოჩენამ გვიდოს საქმე გაყინა და სატრანსფერო ძიების პარამეტრებიც სხვანაირად შეიცვალა. მიკელ მერინოს სახელთან ერთად სიაში ანჯელო შტილერიც ფიგურირებს, რომლის ვარიანტიც აქტიური სწორედ ჰანსი ფლიკის მოთხოვნით გახდა.
23 წლის ნახევარმცველი 2023/2024 წლების სეზონში "შტუტგარტის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და წარმატების გასაღები იყო. გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ფლიკი შტილერს კარგად იცნობს, რადგან მათ ერთმანეთთან მიუნხენის "ბაიერნში" უმუშავიათ. სხვათა შორის, სწორედ ფლიკი იყო მწვრთნელი, რომელმაც შტილერს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა მისცა.
"ბარსელონას" ახალ პროექტს შტილერის დამატება ძალიან უნდა მოუხდეს. სწორედ ესაა იდეა, რაც ფლიკს ძალიან ხიბლავს. ფლიკს შტილერი დაცვისა და შეტევის ხაზის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის სჭირდება და ის გაცილებით მრავალმხრივი მოთამაშეა, ვიდრე უბრალოდ სიღრმიდან მოქმედი ნახევარმცველი.
- წერს ესპანური გამოცემა.
ანჯელო შტილერს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 25 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]