პეპი კანსელუზე: თუ შეთანხმება შედგა, ის ბარსაში ჩველებრივ დარჩება

პეპი კანსელუზე: თუ შეთანხმება შედგა, ის ბარსაში ჩველებრივ დარჩება

პეპ გვარდიოლამ ჟოაუ კანსელუს სიტუაცია შეაფასა. ესპანელი მწვრთნელის თქმით, "მანჩესტერ სიტი" პორტუგალიელისთვის ხელის შეშლას არ აპირებს.

თუ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ჟოაუსაც "ბარსელონაში" დარჩენა სურს, ამას წინ არაფერი აღუდგება და კანსელუ კვლავ "ბარსელონას" მაისურით ითამაშებს.

- თქვა პეპმა.

გვარდიოლამ ისიც დაამატა, რომ პორტუგალიელი მცველი ჯერ კიდევ "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა და მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში ფეხბურთელი ინგლისში ჩვეულებრივ დაბრუნდება და ახალი სეზონის დაწყებამდე მომზადებას მანჩესტერელებთან ერთად გაივლის.

ჟოაუ კანსელუმ "ბარსელონასთან" ერთად 2023/2024 წლების სეზონში 42 შეხვედრა ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ივნისი 2024 10:50
    0
    ვერ იყიდის ლაპორტა ამას, ვერავის იყიდის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ივნისი 2024 17:18
    0
    ჟოაუ კანსელუმ 2023/2024 წლების სეზონში 42 შეხვედრა ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
    ეს რო მცელად თამაშობდეს რისთვისაც მოვიყვანეთ წესით, მშვენიერი სტატისტიკა აქვს მაგრამ ეს სულ მარცხენა გარემარბად თამაშობს და ამ პოზიციისთვის ტორესის მსგავსი სტატისტიკა აქვს. თუ დატოვებენ მიხედოს დაცვას და მერე გამოჩნდება რას წარმოადგენს.
    წევრი [?]
    #1 11 ივნისი 2024 07:22
    0
    პეპ მაგ რომ კარგი იყოს აქ გამოუშვებდი შენ?ეეჰ