როკე, შესაძლოა, იუვენტუსში გადავიდეს
Mundo Deportivo იტყობინება, რომ "იუვენტუსი" ვიტორ როკეს მიმართ ინტერესს იჩენს. გამოცემის ცნობით, ბრაზილიელის იტალიაში გადაბარგებას არც მისი აგენტი ეწინააღმდეგება.
მართალია, ჰანსი ფლიკს ახალგაზრდა თავდამსხმელის შენარჩუნება სურს, თუმცა როკეს მომავალი მხოლოდ ახალ მწვრთნელზე არაა დამოკიდებული. აქ საქმე ეხება იმას, თუ რამდენად მოახერხებს "ბარსელონა" ფეხბურთელის დარეგისტრირებას. ამ ეტაპზე, როკემ "ბარსაში" თამაში მხოლოდ და მხოლოდ გავის ტრავმის გამო მოახერხა.
მისი გადასვლა იტალიაში იჯარით განიხილება. 19 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2031 წლამდეა გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]