კარლეს ალენია: რეალ მადრიდს უარს არ ვეტყოდი
კარლეს ალენია, "ლა მასიას" აღზრდილი და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის სტრუქტურებში 2005 წლიდან 2021 წლამდე ირიცხებოდა, აცხადებს, რომ "რეალ მადრიდში" თამაშზე უარს არ იტყოდა. კერძოდ, Vamos Show ჩაწერილ პოდკასტში მან განაცხადა, რომ
ვითამაშებდი, თუ არა "რეალ მადრიდში"? ადამიანები ამ შეკითხვას გამუდმებით მისვამენ. თქვენ იცით, მე "კულე" ვარ და ასე იქნება ჩემი ცხოვრების მანძილზე, თუმცა არის რაღაც. "რეალ მადრიდი", ცხადია, დიდი კლუბია და მე მათ უარს არასოდეს ვეტყოდი, რადგან მინდა, დიდ კლუბში ვითამაშო.
ერთ დროს კარლეს ალენია "ბარსელონას" ნახევარდაცვის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა მან მოლოდინები ვერ გაამართლა და, საბოლოოდ, კლუბი დატოვა. ის 2021 წლიდან "ხეტაფეში" თამაშობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]