ჰეთ თრიქი 4 წუთში - ბარსა ატლეტიკი ფინალშია
რაფა მარკესის მიერ გაწვრთნილი "ბარსა ატლეტიკი" წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. "ბლაუგრანას" ახალგაზრდულმა გუნდმა მე-2 დივიზიონში გადასასვლელი ფლეი ოფის ნახევარფინალში "იბიცა" დაამარცხა.
კატალონიელებს პირველი თამაში სტუმრად 2-1 ჰქონდათ მოგებული, თუმცა გუშინ საკუთარ მოედანზე 0-2 მარცხდებოდნენ. "ბარსა ატლეტიკმა" ერთი ბურთი პირველი ტაიმის მე-2 დამატებულ წუთზე, მარკ გიუს ზუსტი დარტყმით გაქვითა. 52-ე წუთზე დელგადომ ანგარიში გაათანაბრა და 2 მატჩის ჯამში წინ კატალონიელები გაიყვანა. შემდეგ კი უნაი ერნანდესის ჯერი დადგა, რომელმაც 58-ე წუთიდან 62-ე წუთამდე, ოთხწუთიან მონაკვეთში ჰეთ თრიქი გაიფორმა. საბოლოოდ "ბარსა ატლეტიკმა" 5-3 მოიგო.
ფინალში "ბლაუგრანა" "კორდობას" ან "პონფერადინას" დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]