ბარსელონელების ბენეფისი ესპანეთის ნაკრებში

გუშინ ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის მოსამზადებელი მეორე თამაში გამართა და ჩრდილოეთ ირლანდია მალიორკაზე გაანადგურა.
"ფურია როხამ" პირველი გოლი თავად გაუშვა, მაგრამ შემდეგ მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა, აქედან 4 პირველი ტაიმში.
თავი დუბლით გამოიჩინა პედრიმ, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო გოლები გაიტანა, ხოლო ლამინ იამალმა 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. საუკეთესოები სწორედ "ბარსელონელები" იყვნენ.
რაც შეეხებათ ფერმინ ლოპესსა და ფერან ტორესს - მათ მთელი თამაში სათადარიგოთა შორის გაატარეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]