გიუნდოგანი არაუხოზე ადრე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს

Der Spiegel-თან ინტერვიუში "ბარსელონას" ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანს "პარი სენ-ჟერმენთან" მარცხის შემდეგ გაკეთებული განცხადებები გაახსენეს. გერმანელის განცხადებით,
ეს მთლიანად გუნდის შესახებ ვთქვი და არა მხოლოდ რონლადის მისამართით. თუ ჩემს განცხადებებს სრულად განიხილავთ, ამას კარგად დაინახავთ. მე შეცდომები დავუშვი და ეს ვაღიარე კიდეც. თუ მზად არ ხართ, შეცდომები აღიაროთ, წარმატებული ვერ იქნებით.
ილქაი გიუნდოგანმა "პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრის შემდეგ არაუხო გააკრიტიკა, რასაც ურუგვაელი მცველი გამოეხმაურა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, ამან გასახდელის ორ ბანაკად დაყოფა გამოიწვია. საბოლოოდ, ფეხბურთელებმა ისაუბრეს და საკითხი ამით ამოიწურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]