ფლიკის პოზიცია კანსელუს მომავალზე

Relevo იტყობინება, რომ ჰანსი ფლიკს სურს, ჟოაუ კანსელუ "ბარსელონაში" მომავალ სეზონშიც შეინარჩუნოს. იმავდროულად, თუ კლუბი პორტუგალიელის დატოვებას ვერ მოახერხებს, გერმანელი ამას არ შეეწინააღმდეგება.
განაპირა მცველს კატალონიაში დარჩენა სურს, თუმცა პრობლემა "მანჩესტერ სიტის" უკავშირდება. პრემიერ ლიგის ჩემპიონებს მისი გაყიდვა 30 მილიონ ევროდ სურთ, ხოლო "ბარსელონა" მხოლოდ ახალ იჯარას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ იმავე გამოცემის ცნობით, ჰანსი ფლიკი მოხარული იქნება, თუ კლუბში ასევე დარჩება მეორე პორტუგალიელი, ჟოაუ ფელიში. გერმანელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მას ფელიშის პოტენციალის სრულად გამოყენება შეუძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]