ჩავის ბარსელონადან 4 ფეხბურთელის გაშვება სურდა

ჩავის ბარსელონადან 4 ფეხბურთელის გაშვება სურდა

უკვე ვიცით, რომ მომავალი სეზონიდან ბარსელონას ჰანს-დიტერ ფლიკი გაწვრთნის, თუმცა, სანამ ხელმძღვანელობა ჩავის მოულოდნელად გაათავისუფლებდა, ის ახალი სეზონისთვის ემზადებოდა.

ESPN-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ბარსადან რობერტ ლევანდოვსკის, ჟოაუ კანსელუს, ჟოაუ ფელიშისა და ვიტორ როკეს გაშვებას გეგმავდა.

მწვრთნელის ცვლილებების ფონზე, ბუნებრივია, რომ ამ ფეხბურთელთა ბედი, შესაძლოა, შეიცვალოს. გავრცელებული ცნობებით, ფლიკი ლევანდოვსკიზე იმედებს ამყარებს და მისი შენარჩუნება სურს. ამასთან, კლუბში ფიქრობენ, რომ გერმანელთან ერთად ვიტორ როკეს სიტუაციაც განსხვავებული იქნება.

რაც შეეხებათ პორტუგალიელ მოთამაშეებს - მათ ბედზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გვაქვს, თუმცა, თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, ბარსელონა კანსელუსა და ფელიშის შენარჩუნებას კვლავ იჯარით თუ შეძლებს. როგორც Sport-ი იტყობინება, ჰანსის ჟოაუებთან დაკავშირებით ეჭვები აქვს.

ფლიკი ბარსელონაში დღეს ჩამოვა და გეგმებზე ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა. ფაბრიციო რომანო და Mundo Deportivo იუწყებიან, რომ გერმანელს ერთი სული აქვს, მუშაობა დაიწყოს. ის ჟოან ლაპორტასა და დეკუს დაუყოვნებლივ გაესაუბრება, რათა სატრანსფერო ფანჯარა დაგეგმოს - პირველი საზრუნავი სერჟი რობერტოს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი და გვიდო როდრიგესის პოტენციური ტრანსფერი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 მაისი 2024 00:41
    0
    რომელია დასატოვებელი რო? პედრი? თუ არაუხო ))) ესენი ვარსკვლაბეი არიან, უტ…კო ვარსკვლავები
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 მაისი 2024 20:41
    0
    ესეც კი ხვდება, რო რობერტოს მაგვარ ფეხბურთელს ისეთ ხელფასზე როგორიც აქვს ვერავის მოიყვანს. ჩვენც რო ჭკუა გვეხმარა ბუსკეტსი ერთი წლით მაინც უნდა დაგვეტოვა და ისე ეძებნათ შემცვლელი. არც ალბა იყო ასე საჩქაროდ გასაშვები, სანამ სრულყოფილ შემცვლელს არ უპოვიდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 მაისი 2024 16:40
    2
    კიდე კაი გაუშვეს ფერან ტორესები და რომეუები გვეყოლებოდა მომავალი სეზონიდან ეს რო არ გაეშვათ იმედია ფლიკი ააცმევინებს ნაგავს გუნდიდან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 28 მაისი 2024 10:48
    3
    კიდე კაი რომ წადი ბიძია თორე წელს უარეს იზამდი... ყვერანი, რომეუესბ ხო ტოვებდი შე ქინძო და გაესპანელება გინდოდა... გადახედე მადრიდს ყველა ლეგიონერი ყავს თითქმის და ესენი ნაკრებდ უზრდიან კიდე იგროკებს
    იმედია ნოა დარვიხს ეშველება რამე და ფლიკი მისცემს შანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 მაისი 2024 10:36
    3
    სამაგიეროდ ჩავი ფერანზე, ერიკ გარსიაზე და რომეუზე ამყარებდა იმედებს.
    წევრი [?]
    #2 28 მაისი 2024 09:16
    1
    კანსელუ დასატოვია აუცილებლად, 30 მილიონის ფარგლებში ან იჯარით. ფელიში იჯარით და მხოლოდ იმ შემთხვევაში ახალ ვინგერს თუ ვერ იყიდიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 მაისი 2024 08:00
    4
    კანსელუ დასატოვებელია ისევ იჯარაზე ან 20-25 მილიონზე თუ დაიკერება სიტი, სხვა შემთხვევაში არა, ფელიქსის გამოსყიდვა უბრალოდ სისულელეა ჩემი აზრით და ისევ იჯარაზე იმუშაონ, თუ საჭირო არ იქნება სულ ნუ დატოვებენ.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"