ჰანსი ფლიკის დღე - კატალონიური პრესა გერმანელის ჩამოსვლას ეხმაურება

"ჰანსი ფლიკის დღე" - ასე გამოიყურება Mundo Deportivo-სა და Sport-ის დღევანდელი ნომრები: გერმანელი მწვრთნელი ბარსელონაში დღეს ჩამოვა და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კატალონიური პრესის ცნობით, 59 წლის სპეციალისტი სპორტულ დირექტორ დეკუს შეხვდება და მასთან ერთად მომავალი სეზონის დაგეგმვას შეუდგება. აღსანიშნავია, რომ, ტრანსფერების განხორციელებამდე, პრიორიტეტი - არასაჭირო ფეხბურთელების გაყიდვა იქნება.
ფლიკის პრეზენტაცია და კონტრაქტის გაფორმების ცერემონია მას შემდეგ შედგება, რაც ჩავი გუნდს საბოლოოდ დაემშვიდობება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]