ჰანსი ფლიკი ბარსელონაში ხვალ ჩამოვა | Sky Germany

Sky Germany-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკის თაობაზე მცირე ცვლილებაა - აქამდე დაგეგმილი იყო, რომ გერმანელი ბარსელონაში დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ეს 1 დღით გადაიდო.
59 წლის სპეციალისტი კატალონიაში ხვალ ჩამოვა და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მასთან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია. ფერნანდო პოლოს ცნობით, ჰანსის ჩამოსვლა იმიტომ გადაიდო, რომ გუნდიდან ჩავის წასვლის საკითხზე ყველაფერი მოგვარდეს.
პოლოს თქმით, ჯერჯერობით, ფლიკის პრესკონფერენცია დაგეგმილი არაა, რადგან, კატალონიურ პრესასთან შეხვედრამდე, მას კლუბის სპორტული და ფინანსური სიტუაციის სრულად გაცნობა სურს.
როგორც Carrusel Deportivo იტყობინება, ფლიკს ესმის, რომ ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა მძიმეა და გაიგებს, თუ ზაფხულში კლუბი ფეხბურთელებს ვერ შეიძენს. გერმანელი ფიქრობს, რომ "ბლაუგრანას" ამჟამინდელი შემადგენლობაც კონკურენტუნარიანია და სჯერა, რომ გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. მაგრამ, თუ ბარსა ტრანსფერ(ებ)ის განხორციელებას შეძლებს, ჰანსის პრიორიტეტი საყრდენი ნახევარმცველის მოყვანა იქნება.
ასევე Carrusel-ი იუწყება, რომ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, ჩავი ერნანდესი თანახმა იქნებოდა, კლუბს რობერტ ლევანდოვსკი გაეყიდა, ფლიკის მოსვლით კი ყველაფერი შეიცვალა - მას პოლონელის შენარჩუნება სურს.
COPE-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი დღევანდელი მატჩის შემდეგ ბარსელონაში უკვე დაბრუნდა და სიუტატ ესპორტივა ბოლოჯერ დატოვა. ამ კვირაში ის კლუბს უნდა შეუთანხმდეს და ბარსას მწვრთნელობას ოფიციალურად შეწყვეტს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]