ფლიკის პოზიცია კანსელუსა და ფელიშზე

Diario Sport იტყობინება, რომ ჟოაუ კანსელუ და ჟოაუ ფელიში ჰანსი ფლიკზე დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებენ.
გამოცემის ცნობით, ფლიკი, რომელიც, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდება, შეშფოთებულია "ბარსელონას" ფლანგების დაცვითი თამაშის ხარისხით. ეს კანსელუს მომავალს კლუბში საეჭვოს ხდის. რაც შეეხება ფელიშს, მისი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ბლაუგრანა" ანსუ ფატისა და ვიტორ როკესთან დაკავშირებით.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ორივე პორტუგალიელი იმსახურებს მომდევნო სეზონში დარჩენას, თუმცა მათი მომავალი მაინც ფლიკის ხედვაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ორივეს იჯარა ამ სეზონის ბოლოს სრულდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]