ჩავი სიმონსისთვის ბრძოლაში ბარსას ძლიერი კონკურენტები დაემატა

ჩავი სიმონსისთვის ბრძოლაში ბარსას ძლიერი კონკურენტები დაემატა

Sport იტყობინება, რომ ჩავი სიმონსისთვის ბრძოლაში "არსენალი" და "ბაიერნი" ჩაერთო.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" ჩავი სიმონსის დაბრუნებით დაინტერესებულია და ამ ფეხბურთელს მომავალი სეზონის კლუბის სპორტული პროექტის ნაწილად განიხილავს. თავის მხრივ, ნიდერლანდელსაც სურს კატალონიაში დაბრუნება. 

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის ტრანსფერს რამდენიმე გარემოება აფერხებს. უპირველეს ყოვლისა, პსჟ-ს არ სურს ფეხბურთელის "ბლაუგრანასთვის" მიყიდვა ამ ორ კლუბს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო. პარიზელები სიმონსს 60 მილიონ ევროდ აფასებენ.

მეორე მხრივ, "არსენალი" და მიუნხენის "ბაიერნი" ფინანსურად "ბარსელონაზე" უკეთეს მდგომარეობაში არიან. ამის გამო მათ შეუძლიათ, პარიზელებს უფრო კონკურენტუნარიანი წინადადებაც შესთავაზონ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ "ლაიფციგთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 მაისი 2024 15:30
    0
    ციტატა: nika 54
    თითქოს არაუხოს ყიდიან იმიტომ რო ბუსკეტსის დონის საყრდენი მოიყვანონ და კარგი შემტევი. მე მეეჭვება ეს ბუსკეტს რამეში ჯობდეს. არც თავდასხმაში გამოირჩევა, თორემ პსჟ არ გაანათხოვრებდა.

    რა შუაშია სიმონსი ბუსკეტსთან? ან რაის კარგი შემტევი არაა, სტატისტიკად გადახედე.
    Culé [?]
    #6 16 მაისი 2024 01:17
    1
    რა უნდა ამას ინგლისში არა ეს დოღის იგროკიი
    ფანი [?]
    #5 15 მაისი 2024 21:40
    0
    ამ არსენალმა რა ტვინი მოკლა უკვე მართლა იმ არტეტამაც ყველა საფლავში უნდა ჩაიყოლოს თუ რა არის მართლა ეტყობა რომ პეპთან მუშაობდა ამ საკითხში
    [?]
    #4 15 მაისი 2024 15:36
    2
    არ არიან მომყვანები დაივიწყეთ
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 მაისი 2024 15:16
    3
    60 მილიონად ძალიან კარგია, ძალიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 მაისი 2024 13:50
    2
    თითქოს არაუხოს ყიდიან იმიტომ რო ბუსკეტსის დონის საყრდენი მოიყვანონ და კარგი შემტევი. მე მეეჭვება ეს ბუსკეტს რამეში ჯობდეს. არც თავდასხმაში გამოირჩევა, თორემ პსჟ არ გაანათხოვრებდა.
    ახალბედა [?]
    #1 15 მაისი 2024 12:47
    2
    60 მილიონი იაფად მეჩვენება. 80 მილიონი მაინც ღირს. 60 მილიონი თუ ღირს აუცილებლად უნდა ვიყიდოთ.