300 გოლი რეალ მადრიდთან ლა ლიგაში

300 გოლი რეალ მადრიდთან ლა ლიგაში

"ელ კლასიკო" წავაგეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში "რეალ მადრიდთან" 300-გოლიან ნიშნულს მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ "კლასიკოებში" "რეალ მადირდის" კარში გატანილი საიუბილეო მე-300 გოლი ანდრეას კრისტენსენის თავური აღმოჩნდა, რისთვისაც "ბლაუგრანას" გუშინ მხოლოდ მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა.

რთული გამოსაცნობი არაა, თუ ვინაა ამ გოლებიდან ყველაზე მეტის ავტორი. ეს 18 ბურთით ლიონელ მესია, რომელსაც 12 და 9 გოლით, შესაბამისად, სესარ როდრიგესი და ლუის სუარესი მოსდევენ. შემდეგ 8 ბურთით მოდის ესტანისლაო ბასორა, 6-6 გოლი კი კინისა და ხოსე ანტონიო სალდუას ანგარიშზეა.

საიუბილეო გოლები

ესპანეთის ჩემპიონატში "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ გატანილი მე-100 გოლის ავტორი უნგრელი შანდორ კოჩიშია. მან ამის გაკეთება 1962 წლის 21 იანვარს 3-1 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა. მე-200 გოლი რონალდოს ანგარიშზეა. ეს 1997 წლის 10 მაისს მოხდა, როდესაც ბრაზილიელის ერთადერთი ბურთით 1-0 მოვიგეთ. მე-300 გოლი, როგორც უკვე მოგახსენეთ, აქტივში დანიელმა მცველმა მიითვალა და ისტორიაშიც შევიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 აპრილი 2024 20:20
    1
    ციტატა: Rick Sanchez
    რეალმა რამდენი გაგვიტანა სამაგიეროდ? 400?

    ხუთ ტურნირზე: ლა ლიგა (პრიმერა) , ესპანეთის თასი (კოპა დელ რეი) ,ესპანეთის ლიგის თასი (ტარდებოდა 1983-1986 წწ) , ესპანეთის სუპერ თასი , ჩემპიონთა ლიგა ბარსელონამ გაიტანა 408 გოლი რეალმა 382 გოლი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 აპრილი 2024 17:38
    1
    მესიმ ლა ლიგის 18 გოლთან ერთად კიდევ 8 გოლი გაუტანა რეალს ლიგაზე და თასზე.
    Culé [?]
    #1 22 აპრილი 2024 12:04
    1
    რეალმა რამდენი გაგვიტანა სამაგიეროდ? 400?