ბარსა ფორტისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ბარსა ფორტისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ 17 წლის განაპირა მცველ ექტორ ფორტს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სულ 6 მილიონი ევროა.

ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ ფორტის გამოსასყიდი თანხა მომავალ ზაფხულში "ბარსელონასთვის" მოსალოდნელია, რომ არ იქნება პრობლემური. ფეხბურთელის სოლიდური თამაშის ფონზე მისი საბაზრო ღირებულება გაიზრდება, ხოლო კატალონიელები განაპირა მცველის მთხოვნელებს ჯერ არ შეუწუხებიათ. "ბარსელონაში" სჯერათ, რომ ფორტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებენ, რაც გაზრდილ ხელფასს და გამოსასყიდ თანხას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სიტუაციაა პაუ კუბარსთან, რომელთანაც ასევე იგეგმება კონტრაქტის გახანგრძლივება (მისი გამოსასყიდი თანხაც, ასევე, მცირეა: 10 მილიონი ევრო).

მოსალოდნელია, რომ ექტორ ფორტი მომავალ სეზონში პირველ გუნდში უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. ვინაიდან მარკოს ალონსო, დიდი ალბათობით, კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, ხოლო ჟოაუ კანსელუს იჯარა ასევე სრულდება (და მისი გახანგრძლივების უცილობელი რწმუნებაც არ არსებობს, "სიტის" მოთხოვნების გათვალისწინებით), "ბარსელონას" განაპირა მცველის პოზიციის გაძლიერება დასჭირდება. ამ ფონზე, ფორტის შანსებიც იზრდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 აპრილი 2024 21:03
    0
    ძალიან კარგი, ეს ბიჭი უნიჭიერესია და იმსახურებს მეტ დროს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 აპრილი 2024 18:10
    0
    საერთოდ თუ ფეხბურთელი ერთგულია და ნეიმარივით გაქცევას არ აპირებს, რისი გვეშინია? თუ არ უნდა წასვლა ძალით ხო არ წაიყვანენ. აგერ მოგვინდა ფელიში და სერესომ ჯერ 120 მოხია, უარი რო ვუთხარით ჯერ 100-ზე ჩამოვიდა მერე 80-ზე და ახლა მგონი 60-თაც იძლევა. შეიძლება 200 მილიონი დაადო და საკმარისია მაგაზე მეტს არავინ არ გადაიხდის და 1 მილიარდის დადება უკვე სასაცილო ხდება,