რაფა მარკესი ბარსას მომავალი მწვრთნელობის პირველი კანდიდატია

რაფა მარკესი ბარსას მომავალი მწვრთნელობის პირველი კანდიდატია

Sport იტყობინება, რომ "ბარსელონა" ჩავის პოტენციურ ჩამნაცვლებელს აქტიურად აღარ ეძებს. ამ ფონზე "ბარსა ატლეტიკის" თავკაცი რაფა მარკესი "ბლაუგრანას" მომავალი მწვრთნელობის პირველი ვარიანტი გახდა.

საქმე ისაა, რომ არსებულ კანდიდატებთან სიტუაცია ნელ-ნელა ჩიხში შევიდა. ჰანსი ფლიკის ვარიანტი კლუბისთვის ნაკლებად საინტერესოა, რამდენადაც მას გერმანიის გარდა, ფაქტობრივად, არსად უმუშავია. რობერტო დე ძერბის გადმობირება რთული იქნება, რადგან ის თავისუფალი აგენტი არაა. იულიან ნაგელსმანს კი "ბაიერნში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. შედეგად "ბარსელონა" კანდიდატების ძებნას შიდა სისტემაში შეუდგა.

მიუხედავად ამისა, კლუბში კვალავ იმედოვნებენ, რომ ჩავი ერნანდესის დარჩენა შესაძლებელია. არსებული ინფორმაციით, ჩავი არ წავა, თუ გარკვეული პირობები დაკმაყოფილდება. კერძოდ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს და კატალონიელებმა შემადგენლობის გასაძლიერებლად 300 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განახორციელონ. თუმცა "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ძალიან რთული იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 16 აპრილი 2024 21:02
    0
    ყ*ეები არიან რა ხელმძღვანელობაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 აპრილი 2024 18:15
    0
    ციტატა: Aroni
    მაგარი პირობაა: ,,თუ ლიგას მოვიგებ დავრჩები" ))
    არა, ჩავი ყველა შემთხვევაში იმსახურებს პატივისცემას ბარსას ქომაგებისგან!

    პატივისცემას არავინ აყვედრის, მაგრამ თუ ამბობს მაქსიმუმს ვაკეთებო, მაშინ გამოდის არ არის ჯერ მზად ბარსელონას დონე დაიჭიროს. ამიტომ დროა წავიდეს აიაქსში და იქ უდიდეს გამოცდილებას მიიღებს, უკან დაბრუნებას კი არავინ დაუშლის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 აპრილი 2024 15:59
    0
    მაგას ჯობია ჩავი დაკერონ და 1 წელი დატოვონ კიდე. რაფა მარკესი არა ღლე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 აპრილი 2024 14:56
    0
    ბარსას ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო მეტი შანსი აქ პროცენტულათ ვიდრე 300 მილიონოს გამოყოფის ტრანსფერებისთვის.. ჩემი აზრით ამხელა თანხაზე ლაპარაკი ზედმეტია ბევრი მიზეზების გამო.რაც შეეხება ლიგას აი აქ საქმე სხვანაირათ არი ანუ, გააჩნია პსჯ-ს როგორ გავცდებით თუ რათქმაუნდა გავცდით.. თუ ეს მოვახერხეთ კარგი თამაშით ყოველგვარი მძაფრი შეცდომების გარეშე და ყველა ასპექტში დავჯაბნეთ ფრანგები მაშინ ვიტყვი რო ფინალშიც მივალთ და კიდევაც შეიძლება მოვიგოთ რატომაც არა..ნუ მოკლეთ დღევანდელი თამაშით კარგი დასკვნების გაკეთება შეილება მთავარია შემართება ..
    ფანი [?]
    #6 16 აპრილი 2024 13:26
    0
    მაგარი პირობაა: ,,თუ ლიგას მოვიგებ დავრჩები" ))
    არა, ჩავი ყველა შემთხვევაში იმსახურებს პატივისცემას ბარსას ქომაგებისგან!
    ფანი [?]
    #5 16 აპრილი 2024 12:22
    3
    რაფები და იკარუსები არაა საჭირო!
    კაცი ძლივს ნელ-ნელა აეწყო და ახლა?
    ამ ეტაპისთვის ყველაზე კაი ვარიანტია ჩავი დარჩეს!
    visca barca visca catalunya barca-1
    Culé [?]
    #4 16 აპრილი 2024 12:02
    4
    ციტატა: RONALDINHO-10
    რატომ მგონია, რომ მაგრად ვინანებთ ჩავის გაშვებას, თითქმის ვინც არ უნდა მოვიდეს მაინც... რასაც ჩემი მოკრძალებული აზრით ვატყობ, ჩავი გუნდთან ერთად იზრდება და რა თქმა უნდა კიდე ექნება შეცდომები, მაგრამ პოტენციალს ვხედავ მასში, რომ კარგი მწვრთნელი გამოითლება. შეცდომებზე სწავლობს კაცი და მგონია ვაცადოთ ცოტა ხანი თორე სხვა ვინც მოვა თავისებურად მოინდომებს გუნდის თამაშს და ძლივს ცოტა დალაგებულ გუნდს, როდის გადააწყობს ვინ იცის. ასე რომ ჯობდა დარჩენილიყო რა მე ასე ვფიქრობ.

    ვინანებთ რომელია თუ მარკესი მოვიდა აგერ დაიმახსოვრეთ ამ გზის გავლა მოგვიწევს ხელმეორედ!!!
    გულშემატკივარი [?]
    #3 16 აპრილი 2024 10:24
    12
    რატომ მგონია, რომ მაგრად ვინანებთ ჩავის გაშვებას, თითქმის ვინც არ უნდა მოვიდეს მაინც... რასაც ჩემი მოკრძალებული აზრით ვატყობ, ჩავი გუნდთან ერთად იზრდება და რა თქმა უნდა კიდე ექნება შეცდომები, მაგრამ პოტენციალს ვხედავ მასში, რომ კარგი მწვრთნელი გამოითლება. შეცდომებზე სწავლობს კაცი და მგონია ვაცადოთ ცოტა ხანი თორე სხვა ვინც მოვა თავისებურად მოინდომებს გუნდის თამაშს და ძლივს ცოტა დალაგებულ გუნდს, როდის გადააწყობს ვინ იცის. ასე რომ ჯობდა დარჩენილიყო რა მე ასე ვფიქრობ.
    ფანი [?]
    #2 16 აპრილი 2024 08:52
    4
    შე*ეცით ხელმძღვანელობას
    --------------------
    Quality without results is pointless.
    Results without quality is boring.
    -Johan Cruyff
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 აპრილი 2024 08:31
    5
    რაფა მარკრსი არ დემბელე კიდე ამას ჯობია ჩავი დარჩეს