მიკელ არტეტა: ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის მესის თამაშის ყურება ყველაზე სასიამოვნოა

"ლა მასიას" აღზრდილი და ამჟამად ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა იმ ფეხბურთელს ასახელებს, რომლის თამაშის ყურებაც როგორც მას, ასევე მის შვილებს ყველაზე მეტად სიამოვნებთ.
როგორც ირკვევა, 42 წლის ესპანელი სპეციალისტი ამ მხრივ ორიგინალურობით ვერ გამოირჩევა.
Sky Sport-ის გადაცემაში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა არტეტას ჰკითხა, თუ რომელი ფეხბურთელის თამაშის ყურება სიამოვნებს მას ყველაზე მეტად, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:
ასეთი ფეხბურთელი ყოველთვის ლიონელ მესი იყო. ზუსტად ასეა ჩემი 3 შვილის შემთხვევაშიც. ძალიან გაგვიმართლა, რომ ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელის თამაშს მოვესწარით. ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესოა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]