სამსაჯო კომიტეტმა დაადგინა, რომ რაფინიას გოლი უსამართლოდ გაუქმდა
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში "ბარსელონამ" "ლას პალმასს" უმასპინძლა და 1-0 მოუგო.
როგორც ბოლო წლებში ხშირად ხდება ხოლმე, ლა ლიგის თამაშს სამსაჯო სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. გასაკვირი არც ისაა, რომ არბიტრებმა "ბლაუგრანას" საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს.
საქმე ეხება რაფინიას გოლს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. არადა აშკარად ჩანს, რომ იმ ეპიზოდში, რომლის დროსაც თამაშგარე დაფიქსირდა, ბრაზილიელი თამაშზე და მეტოქე ფეხბურთელებზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
Mundo Deportivo-ს ცნობით ეს გოლი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტში სემინარზე განიხილეს და დაადგინეს, რომ ის წესების დაცვით გავიდა და უნდა ჩათვლილიყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]