სერჟინიო დესტი: ბარსელონაში არ დავბრუნდები, სხვა მიზნები მაქვს

სერჟინიო დესტი: ბარსელონაში არ დავბრუნდები, სხვა მიზნები მაქვს

ნიდერლანდების ჩემპიონატში "ვიტესის" წინააღმდეგ 6:0 მოგების შემდეგ, ამავე ქვეყნის მედიაში სერჟინიო დესტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხზე ისაუბრა.

როგორც ამერიკელი მცველი ამბობს, ის "ბარსელონაში" თამაშს აღარ აპირებს, რადგან კარიერაში სხვა მიზნები აქვს.

"პსვ" ჩემით კმაყოფილია, მე კი მათთან ვგრძნობ თავს კარგად. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამაზე პასუხს დრო გვიჩვენებს, თუმცა "ბარსელონაში" დაბრუნებას არ ვაპირებ, რადგან კარიერაში განსხვავებული მიზნები მაქვს დასახული.
მსურს, რომ ისეთ კლუბში ვთამაშობდე, სადაც სათამაშო წუთები მომეცემა და განვითარებას არ შევწყვეტ.

- თქვა სერჟინიო დესტმა, რომლის ტრანსფერიც, როგორც იწერება, 10 მილიონ ევრომდე უნდა დაჯდეს.

სხვათა შორის, დესტის გამოსყიდვის საკითხზე კომენტარი ეინდჰოვენური კლუბის დირექტორმა, ერნი სტიუარტმაც გააკეთა.

ის შემტევი ტიპის მცველია და ჩვენთვის სასურველი ფეხბურთის წარმოჩენაში გვეხმარება. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბში უფრო დიდი ხნის ვადით დარჩეს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ნიდერლანდურ გრანდთან ერთად 37-ჯერ ითამაშა, რა დროშიც მან 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 14 აპრილი 2024 19:32
    1
    მადლობა ღმერთს სულ კარგად ბრძანდებოდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 აპრილი 2024 18:31
    3
    სერჟინიო დესტი: ბარსელონაში არ დავბრუნდები, სხვა მიზნები მაქვს
    რაღა გვეშველება!!!
    Culé [?]
    #8 14 აპრილი 2024 17:18
    2
    დღეს ვფიქრობდხი რა გამიხარდება მეთქი...
    აგაშენა ღმერთმა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 აპრილი 2024 15:19
    3
    ვინ დაგაბრუნებს, ან თუ დაბრუნდი ვინ გათამაშებს?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 აპრილი 2024 14:50
    2
    10 მილიონი ცოტაა ამაში.
    Culé [?]
    #5 14 აპრილი 2024 14:46
    3
    10 milionad daitrevs psv da momaval wels sul mcire 30 milionad gayidis manchestershi an sadme dd cota meti avaxiot vinmes xo sheidzleba.
    ფანი [?]
    #4 14 აპრილი 2024 13:42
    5
    ისეთი სეზონი აქვს მინიმუმ 15 მილიონი ღირს. 23 წლის არის ჯერ. 10-ს თუ გადაგვიხდიან, მომავალი ტრანსფერიდან პროცენტი უნდა ჩავუწეროთ.
    გულშემატკივარი [?]
    #3 14 აპრილი 2024 13:17
    2
    15-20 მილიონის აღება შეგვიძლია ამაში, ნუ სხვა გრანდები მეტსაც აიღებდნენ, მაგრამ ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე მშვენიერი თანხაა…
    ფანი [?]
    #2 14 აპრილი 2024 12:36
    9
    ოპაა შემოგევლე გულში🤝
    ფანი [?]
    #1 14 აპრილი 2024 12:29
    14
    წადი . ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და შენც. ნამდვილად იმსახურებს წარმატებას