დე ძერბი: ფატის მეტი მართებს

"ბრაიტონის" მწვრთნელი რობერტო დე ძერბი "ბარსელონადან" იჯარით წამოყვანილ ანსუ ფატიზე საუბრობს. მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ
ანსუ მგრძნობიარე ბიჭია. ის კარგი მოთამაშეა. მოლოდინები მასთან დაკავშირებით ყოველთვის მაღალია. მას მოუწევს, რომ ეს გაიგოს.
მისი კარიერის პირველი ნაწილი ძალიან რთული იყო, თუმცა დიდებული მოთამაშეებისთვის ადაპტაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მას ვეხმარებით და ანსუს მეტი მართებს, ვინაიდან რასაც ის ამ ეტაპზე აკეთებს, საკმარისი არაა.
ანსუ ფატიმ მიმდინარე სეზონში "ბრაიტონის" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (ყველა ტურნირზე). მას სათამაშო დროის მიღებაც უჭირს. გავრცელებული ინფორმაციით, ანსუ "ბარსელონაში" მომდევნო სეზონში არ დაბრუნდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]