აიაქსი მწვრთნელობის კანდიდატად ჩავის განიხილავს

აიაქსი მწვრთნელობის კანდიდატად ჩავის განიხილავს

Sport-ის ჟურნალისტის ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, "აიაქსი" მომდევნო სეზონისთვის მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ჩავი ერნანდესს განიხილავს. 

ამსტერდამული კლუბი ნიდერლანდებში ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს და ახალი პროექტის შენებას იწყებს, მწვრთნელად კი ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად ჩავის მიიჩნევს. "აიაქსი" ესპანელის გამოცდილებასა და ახალგაზრდებთან მუშაობის უნარს აფასებს. 

"ბარსელონას" თავკაცს გაცხადებული აქვს, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, თუმცა მედიაში მისი დარჩენის შესაძლებლობაზე აქტიურად იწერება. მიუხედავად ამისა, ჩავი დაჟინებით იმეორებს, რომ გადაყვეტილებას არ შეიცვლის და ამასთან, "ბარსას" დატოვების შემდეგ მინიმუმ ერთი წელი დაისვენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 4 აპრილი 2024 21:46
    0
    კარგი ვარიანტია ნამდვილად სამივე მხარისთვის. ჩავი გამოცდილებას დააგროვებს და თავისუფლება ექნება აიაქსში, ბარსა ურთიერთობას კიდევ უფრო გამოასწორებს მათთან და ჩავის გაუშვებს, აიაქსი კი პერსპექტიულ მწვრთნელს დაიმატებს და იქნებ მოვიდნენ აზრზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 4 აპრილი 2024 00:30
    0
    ციტატა: nika 54
    სწორედ სამაგისო კლუბია აიაქსი, იმედია მანდ აიმაღლებს კვალიფიკაციას და მერე დაბრუნდეს.

    როგორც იტყვით.
    Culé [?]
    #6 3 აპრილი 2024 09:53
    0
    კაია ჩავისყვისაც და აიაქსისთვისაც და იმედია ჟოღჟისთვისაც კარგიბიქნება და დაიტოვებს ჩავი
    Culé [?]
    #5 2 აპრილი 2024 22:21
    4
    უიდიალურესი ვარიანტია, რაღაცატომ არც მიფიქრია ამაზე და ახლა რომ წავიკითხე გამინათდა გონება😆 აიაქსი მართლა ზედგამოჭრილია ახლა ჩავისთვის, გამოცდილება, თავისუფალი გადაწყვეტილებები, ახალგაზრდების აღმოჩენის ამოუწურავი შესაძლებლობა და შედარებით მარტივი მიზნები, ასევე სტილის მსგავსება, არც გუნდს და არც მწვრთნელს არ გაუჭირდება წესით ადაპტირება. მითუმეტეს ჩავარდნილია აიაქსი და კი უნდა ქონდეს ჩავისაც იმედი რომ ამოიყვანს იმ ჭაობიდან, რადგანაც ერთხელ უკვე აქვს გაკეთებული და თან უფრო დიდ კლუბში.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 აპრილი 2024 20:54
    4
    სწორედ სამაგისო კლუბია აიაქსი, იმედია მანდ აიმაღლებს კვალიფიკაციას და მერე დაბრუნდეს.
    [?]
    #3 2 აპრილი 2024 20:44
    9
    აქამდე უნდა წასულიყო ჯერ აიაქსში და მერე ჩვენთან
    გულშემატკივარი [?]
    #2 2 აპრილი 2024 20:09
    5
    კაი აზრია ეს წავიდეს აიაქსში და ჩვენთან ფლიკი მოიყვანონ
    წევრი [?]
    #1 2 აპრილი 2024 19:33
    9
    ეს თუ აიაქსში დანიშნეს ძაან კარგი იქნება, ჯერ ხო იმიტო რო გამოცდილებას შეიძენს უდიდესს, მერე ექსპერიმენტების ჩატარების უფლება ექნება და საკუთარ თავს იპოვის, მერე კიდე იჯარის პონტში დავნათესავდევით აიაქსთან და შეგვიძლია ახალგაზრდები პრაქტიკისთვის გავუშვათ.