რამდენიმე თვეში ანსუ ფატი დაბრუნდება - რას იზამს ბარსელონა?

ზაფხულში ანსუ ფატი დაგვიბრუნდება, ერთ დროს მჩქეფარე ტალანტი, რომელმაც ტრავმიანობას ვერაფერი მოუხერხა და მისი მზეც ნელ-ნელა ჩაესვენა.

"ბარსელონას" ყოფილმა 10-იანმა მიმდინარე სეზონში "ბრაიტონის" მაისური 23-ჯერ მოირგო, არადა, ფატის ტრანსფერიდან მოყოლებული დე ძერბის გუნდმა 15-ით მეტი შეხვედრა გამართა. ამას თან ერთვის ფაქტი, რომ ფატიმ 90 წუთით მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს თამაში "ბრაიტონმა" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "აეკთან" გამართა და საშინაო არენაზე 2:3 დამარცხდა, ანსუს კი განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

რაც შეეხება ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას, ფატის არც ამ მხრივ აქვს კარგად საქმე. როგორც ვთქვით, მან 23-ჯერ ითამაშა, რა დროშიც ანსუმ მეტოქის კარის აღება სულ რაღაც 4-ჯერ შეძლო. ფატის კარიერული რეგრესი რომ აქვს, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ მან ერთით მეტ, 24 შეხვედრაში 7 გოლის გატანა ჯერ კიდევ მაშინ შეძლო, როდესაც "ბარსელონას" მაისურით 17 წლის ასაკში ლა ლიგის სადებიუტო სეზონს ატარებდა, მაგრამ შემდეგ იყო ტრავმები, ტრავმები და ისევ ტრავმები.

ანსუ ფატიმ "ბრაიტონის" რიგებშიც კი მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც მან 14 თამაში გამოტოვა. მისი ამ სავალალო სტატისტიკიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბრაიტონს" მისი სრულფასოვნად შეძენის სურვილი გაუჩნდეს. აი, რას იზამს "ბარსელონა", ეს კიდევ სხვა საკითხია, რომელსაც წინ საკმაოდ რთული და დატვირთული ზაფხული ელის.

იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონამ" საიჯარო ხელშეკრულების მქონე ჟოაუ ფელიში დაიტოვა, წესით, ამან ანსუს შანსები ბოლომდე უნდა ჩააქროს. გარდა ფელიშისა, მარჯვენა ფლანგზე ან ჩავის, ან მის ჩამნაცვლებელს ფერანისა და როკეს ვარიანტიც ექნება. ჰოდა, აქედან გამომდინარე, არც ფატის უნდა სურდეს სათადარიგოთა სკამზე ჯდომით საუკეთესო წლების დაკარგვა, იმ წლების, რომელთა განმავლობაშიც ანსუ ისედაც უსამართლოდ და გულსატკენად დაიტანჯა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 აპრილი 2024 15:52
    0
    ციტატა: me da barca
    ციტატა: nika 54
    "ბარსელონას" ყოფილმა 10-იანმა მიმდინარე სეზონში "ბრაიტონის" მაისური 23-ჯერ მოირგო.
    პირველ ჩაცმაზე არ მოერგო თუ რა ხდება? თუ სხვადასხვა ზომებს ცდილობდა და ვერ ირგებდა?
    ცოტა გასაგებად ხო შეიძლება წერა, არ გვინდა მხატვრული გაფორმება მარტივი წინადადებებისა.
    ფატის რაც შეეხება, დაბრუნდება და ათამაშონ სანამ თვითონ არ იტყვის მორჩა გნებდებით აღარ ვარ იგროკიო.
    მერე მამამისმა წაიყვანოს და თავის მანქანაზე ამუშაოს შოფრად, როცა მიხვდება რო "ამოწურა" ფეხბურთში თავი.
    ფელიში კი წავიდეს და სიმეონე მოიყვანს აზრზე. თუ ძალიან უნდა ბარსა, მაშინ ნუ გააგრძელებს კონტრაქტს და სერესო აქეთ შეგვეხვეწება 20 მილიონად წაიყვანეთო. ისეთი წუწკია მიხვდება რო სხვანაირად მეტ ზარალს ნახავს.

    წლებია გაკვირდები და არ მოგბეზრდა სულ, რომ ჩასაფრებული ხარ მწერლების შეცდომებზე. გეგონება მათ საკონტროლოს ასწორებ. არადა შენს კომენტარებშიც ბევრჯერ მინახავს შეცდომა, მაგრამ არავის გაუმახვილებია ამაზე ყურადღება, თუმცა აქ შეგისწორებ. ,,იგროკი" არაა ქართული სიტყვა, მაგას მოთამაშე ქვია ქართულად და არც ,,შოფერი"-ა ქართული, მძღოლი უნდა დაგეწერა. ეს ისე

    Nice answer
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 4 აპრილი 2024 00:13
    1

    Culé [?]
    #7 2 აპრილი 2024 19:54
    0
    ამ დონის ტალანტი იყო ურჩიეს გაიკეთე ოპერაციაო და დაიკიდეს მშობლების ბრალია! ვის არ გამოუვლია ტრავმები ადრეულ ასაკში ეგრე ფოდენზეც ლამის ხელი ჩაიქნია ბევრმა და კი ვხედავთ რას თამაშობს.ბრაიტონში რომ ვერ გახდები ძირითადი ესეიგი სერიოზული პრობლემები გაქ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 აპრილი 2024 17:51
    2
    ციტატა: nika 54
    "ბარსელონას" ყოფილმა 10-იანმა მიმდინარე სეზონში "ბრაიტონის" მაისური 23-ჯერ მოირგო.
    პირველ ჩაცმაზე არ მოერგო თუ რა ხდება? თუ სხვადასხვა ზომებს ცდილობდა და ვერ ირგებდა?
    ცოტა გასაგებად ხო შეიძლება წერა, არ გვინდა მხატვრული გაფორმება მარტივი წინადადებებისა.
    ფატის რაც შეეხება, დაბრუნდება და ათამაშონ სანამ თვითონ არ იტყვის მორჩა გნებდებით აღარ ვარ იგროკიო.
    მერე მამამისმა წაიყვანოს და თავის მანქანაზე ამუშაოს შოფრად, როცა მიხვდება რო "ამოწურა" ფეხბურთში თავი.
    ფელიში კი წავიდეს და სიმეონე მოიყვანს აზრზე. თუ ძალიან უნდა ბარსა, მაშინ ნუ გააგრძელებს კონტრაქტს და სერესო აქეთ შეგვეხვეწება 20 მილიონად წაიყვანეთო. ისეთი წუწკია მიხვდება რო სხვანაირად მეტ ზარალს ნახავს.

    ფელიშზე გეთანხმები მაგრამ ბრაიტონის მაისურის 23-ჯერ მორგებასთან რა პრობლემა გაქვს ვერ მივხვდი laughing ან რომ დააბრუნონ და მაგდენ ხანს ათამაშონ რატო გგონია რო ფატი თვითონ იტყვის აღარ შემძლებია თამაშიო, პირიქით ხოარ იქნება ეგ ამბავი? ათი მატჩი რომ გადააბმევინონ შეიძლება იფიქროს ვახ მოწონთ ჩემი თამაში აწი ვიწყებ კარიერასო laughing
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #5 2 აპრილი 2024 17:26
    0
    Amis didi fexburti damtavrebulia, 30-40 milionad ro gagvasagebina magari iqneba ...
    Culé [?]
    #4 2 აპრილი 2024 17:16
    6
    ციტატა: nika 54
    "ბარსელონას" ყოფილმა 10-იანმა მიმდინარე სეზონში "ბრაიტონის" მაისური 23-ჯერ მოირგო.
    პირველ ჩაცმაზე არ მოერგო თუ რა ხდება? თუ სხვადასხვა ზომებს ცდილობდა და ვერ ირგებდა?
    ცოტა გასაგებად ხო შეიძლება წერა, არ გვინდა მხატვრული გაფორმება მარტივი წინადადებებისა.

    საკმაოდ არასამართლიანი შეფესაბაა ავტორის, რატომ არ უნდა მხატვრული გაფორმება ვითომ, რადგან თქვენ არ მოგწონთ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 აპრილი 2024 17:03
    2
    "ბარსელონას" ყოფილმა 10-იანმა მიმდინარე სეზონში "ბრაიტონის" მაისური 23-ჯერ მოირგო.
    პირველ ჩაცმაზე არ მოერგო თუ რა ხდება? თუ სხვადასხვა ზომებს ცდილობდა და ვერ ირგებდა?
    ცოტა გასაგებად ხო შეიძლება წერა, არ გვინდა მხატვრული გაფორმება მარტივი წინადადებებისა.
    ფატის რაც შეეხება, დაბრუნდება და ათამაშონ სანამ თვითონ არ იტყვის მორჩა გნებდებით აღარ ვარ იგროკიო.
    მერე მამამისმა წაიყვანოს და თავის მანქანაზე ამუშაოს შოფრად, როცა მიხვდება რო "ამოწურა" ფეხბურთში თავი.
    ფელიში კი წავიდეს და სიმეონე მოიყვანს აზრზე. თუ ძალიან უნდა ბარსა, მაშინ ნუ გააგრძელებს კონტრაქტს და სერესო აქეთ შეგვეხვეწება 20 მილიონად წაიყვანეთო. ისეთი წუწკია მიხვდება რო სხვანაირად მეტ ზარალს ნახავს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 2 აპრილი 2024 16:45
    8
    სამედიცინო შტაბს მიხედონ,თორემ ბევრი ანსუ ფატი გვეყოლება.
    ფანი [?]
    #1 2 აპრილი 2024 16:40
    2
    თუ მოიხოდა ეს ჯანმრთელობის კუთხით ფორმას ბარსაში უფრო აკრიფავს ვიდრე სხვაგან და ფორმაში მყოფი ანსუ მაგარი როა კი ვიცით. ვფიქრობ პრესეზონზე წასაყვანია და ნახონ იქ თუ ჩაამთავრა უტრავმოდ და სეზონის დასაწყის ეტაპიც უტრავმოდ იქნება მაშინ დავიტოვოთ, თუ კიდევ ვერ მოიხოდა ზამთარში ვინმეს მივათხლიშოთ.