ჩავის გეგმა პსჟ-ს წინააღმდეგ

ჩავის გეგმა პსჟ-ს წინააღმდეგ

10 აპრილს "ბარსელონა" პარიზში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება. ლუის ენრიკეს გუნდი სექტემბრის შემდეგ "პარკ დე პრენსზე" არ მარცხდება - პარიზელებს სახლში 25-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. თავის მხრივ, არც "ბარსელონაა" ცუდ ფორმაში - კლუბი ბოლო 11 მატჩი არ დამარცხებულა.

"პარი სენ-ჟერმენი" აქტიური პრესინგით გამოირჩევა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელები ხშირად ავიწროებენ მცველებს და აიძულებენ მათ ბურთის წინ მოგერიებას. Diario Sport იუწყება, რომ ჩავი ერნანდესი ამ საკითხის გადაჭრას ვერტიკალური პასებისა და შორეული ბურთების გამოყენებით აპირებს. "ბარსელონა" გეგმავს, პაუ კუბარსის გრძელი პასის უნარები გამოიყენოს და ამით პსჟ-ს პრესინგი დაძლიოს. 

გარდა ამისა, "ბლაუგრანამ" განსაკუთრებით თავიდან უნდა აირიდოს ბურთის დაკარგვას დაცვისა და ნახევარდაცვის ზონებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დაცვაში თამაში კატალონიელებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს. ამაზე მეტყველებს ის, რომ ლა ლიგაში კლუბს ბოლო 5 მატჩია, გოლი არ გაუშვია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 4 აპრილი 2024 21:55
    0
    ეს ალბათ ვარაუდის დონეზე დაწერილი სტატიაა, მაგრამ არც სიმართლესაა მოკლებული.
    Culé [?]
    #7 4 აპრილი 2024 06:22
    0
    ტერ შტეგენი - არაუხო, კუბარსი, კუნდე, კანსელუ - კრისტენსენი, დე იონგი, გიუნდოგანი - იამალი, რაფინია, ლევანდოვსკი

    რაფინია - ფელიში
    იამალი - ფერანი
    კრისტენსენი - ფერმინი
    ლევანდოვსკი - როკე
    კანსელუ - ფორტი
    Culé [?]
    #6 4 აპრილი 2024 00:10
    0
    ტერ შტეგენი
    კუნდე-არაუხო-კუბარსი-კანსელუ
    დე იონგი-კრისტესტენი-გიუნდოგანი
    იამალი-ლევანდოვსკი-რაფინია

    კრისტესტენი-რობერტო
    დე იონგი-ფერმინი
    რაფინია-ფელიში
    იამალი-ფერან ტორესი
    კუბარსი-ინიგო მარტინესი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #5 3 აპრილი 2024 23:07
    0
    პირველივე თამშში უნდა გადავწყვიტოთ ეს თამაში
    ფანი [?]
    #4 3 აპრილი 2024 19:52
    1
    ხო აი ხავი ზუსტად ის ჩიტია რომ თავის გეგმები და ტრატეგიები გაანდოს პრესას. ეგ ყველაფერი პრესის მოგონილი და ვარაუდებია .ხავი არავის არ მოუყვება როგორ უნდა ეთამაშეს პსჟს
    ფანი [?]
    #3 3 აპრილი 2024 17:58
    2
    პარიზში ფრე მისაღები შედეგი ოქნება, ესპანეთში უნდა გავხიოთ ბაყაყიჭამიები
    Culé [?]
    #2 3 აპრილი 2024 17:45
    1
    ლუჩო ბარსასთვის ყველაფერს გააკეთებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 აპრილი 2024 13:06
    8
    უყურე ამათ შენ. არ დაუქოქია ჩავის ბიჭები. ენრიკე ალბათ შიშით აღარ არის. იმედია ამ ნიუსსს არ წაიკითხავს რო რამე კონტრთამაში არ მოიგონოს.