ბარსას გეგმა პაბლო ტორესთან დაკავშირებით
ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ "ბარსელონამ" თავის ახალგაზრდა ნახევარმცველ პაბლო ტორესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ჟურნალისტის ინფორმაციით, კატალონიელები ტორეს კიდევ ერთი სეზონით გაშვებას აპირებენ. ეს, შესაძლოა, მორიგი იჯარის ან პერმანენტული ტრანსფერის (თუმცა გამოსყიდვის უფლების დატოვებით) სახით მოხდეს.
პაბლო ტორე ამჟამად იჯარით "ჟირონაში" თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ძირითადად, იგი შეცვლაზე შემოდიოდა. 20 წლის ფეხბურთელით ლა ლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
"ბლაუგრანამ" პაბლო ტორე 2022 წელს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მას კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]